|
შეწყვიტეთ მუშაობა მედიტაციისთვის
ალბათ, როდესმე ჭიქა ყავაზე შესვენების ნაცვლად, დაწესდება შესვენებები რელაქსაციისთვის. ექიმები სამკურნალო პრეპარატებზე რეცეპტის ნაცვლად, ავადმყოფებს რელაქსაციას გამოუწერენ. ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ რელაქსაცია (მოდუნება) ააქტიურებს იმუნიტეტს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებმაც რელაქსაციის ტექნიკა შეისწავლეს, მკვეთრად გაიზარდა მკვლელი-უჯრედების სისხლის თეტრი უჯრედების რაოდენობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ახალწარმონაქმნის უჯრედების ზრდას. ,,მოდუნდით მედიტაციის დროს დღეში რამდენიმე წუთის განმავლობაში და ხანგრძლივ სიმშვიდეს იგრძნობთ~, ამბობს მედიცინის დოქტორი ალბერტ მარჩეტი. ის გირჩევთ აირჩიოთ მშვიდი ადგილი და დრო, რომ მედიტაციის დროს არაფერმა მოგაცდინოთ. _ რამდენიმე წუთით დაჯექით სკამზე, თავი სწორად დაიჭირეთ, არ მოიხაროთ, გაატარეთ ორი სწორი ხაზი: ყურები მხრები, ცხვირი ჭიპი. გააკეთეთ რამდენიმე წრიული მოძრაობა, რათა მოძებნოთ სწორი მდგომარეობა, როდესაც შესაძლებელი გახდება ენერგიის დენა ქვევით და ზევით ზურგის გასწვრივ. _ ხელისგულები ერთიმეორეზე დაალაგეთ, თითები არ გადააჯვარედინოთ. ხელის თითები ოდნავ მოხარეთ, დიდი თითები ოდნავ ზევით ასწიეთ.
დაწვრილებით
ჩართეთ დამცავი რეაქცია ავადმყოფობის წინააღმდეგ
ნუთუ შესაძლებელია იმუნური სისტემის ჩართვა და გამორთვა? შეიძლება. ამის გაკეთება უნდა ისწავლოთ. გასავარჯიშებლად ერთი საათი დაგჭირდებათ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ვარჯიში მოქმედებს ორგანიზმის ზოგიერთ ჰორმონულ სუბსტანციაზე, რომელბსაც ნეიროჰორმონები, ან ნეიროტრანსმისტერები ეწოდება. მეცნიერებმა იციან, რომ ეს ქიმიური ნივთიერებები, რომელბიც თავის ტვინის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მიერ გამომუშავდება, არეგულირებენ შინაგანი ორგანოების და ცენტრალური ნერვული სისტემების მუშაობას. დღესდღეობით, წინასწარი გამოკვლევებიდან ჩანს, რომ ამ სუბსტანციებს შეუძლიათ ჩართონ და გამოიწთონ თქვენი იმუნური სისტემის უჯრედების მოქმედება. მაშ, რა ვარჯიში უნდა გავაკეთოთ და რას მოგვცემს იმუნური სისტემის კარგ ფორმაში შენარჩუნება? 45 წუთი ისეირნეთ, ეს გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. ყოველდღიური, 45-წუთიანი სეირნობა ექვსი კვირის განმავლობაში ზრდის იმუნური სისტემის იმუნოგლობულინის დონეს. ირბინეთ. ინტენსიური სირბილი ზრდის სხეულის ტემპერატურას, როგორც ციებ-ცხელების დროს. ციებ-ცხელება ააქტიურებს დამცავ ლიმფოციტებს, რომელბიც აკავებენ ზოგიერთ ვირუსულ ინფექციას, ზრდის რკინის კონცენტრაციას სისხლში და ქმნის ზოგიერთი ბაქტერიის ცხოველქმედებისთვის შეუძლებელ პირობებს. ისეირნეთ ველოსიპედით. დანიაში ჩატარებული გამოკვლევისას აღმოაჩინეს, რომ მკვლელი-უჯრედების (ქილერების) აქტიურობა ველოსიპედისტებში უფრო მაღალია არააქტიურ ადამიანებთან შედარებით.
დაწვრილებით
სამკურნალო პრეპარატის სწორი დოზირება
ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების სწორად შერჩეული დოზირება უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას ინფექციისგან და იმუნური სისტემის შეუფერხებელ მუშაობას. დოზის გადამეტებისას ამ ნივთიერებებმა შეიძლება დაასუსტონ იმუნური სისტემა და გაზარდონ ინფიცირების რისკი. სწორედ ამიტომ, სანამ დაიწყებთ ვიტამინების მიღებას, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი რაციონის თავისებურება და თქვენი ექიმის რეკომენდაციები. ,,მე გირჩევთ დაიცვათ ცხიმებით ღარიბი და ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა. მიირთვით მეტი მარცვლოვნები, ხილი და ბოსტნეული. ასევე, გირჩევთ მიიღოთ უცხიმო ხორცი საშუალო რაოდნეობით, ამბობს ფილოსოფიის დოქტორი ადრია როთმენ-შერმენი, რომელიც ხელმძღვანელობს კვლევებს კვების საკითხში რუტგერის უნივერსიტეტში. მე გირჩევთ მიიღოთ დანამატები, სანამ არ დადგინდება თქვენს ორგანიზმში ამა თუ იმ ნივთიერების ნაკლებობა. ეს შესაძლებელია, როდესაც ძალიან დაბალკალორიულ დიეტას იცავთ, რეგულარულად იღებთ წამლებს, მუცლის ატარებთ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ასევე ავადმყოფობის შემდეგ~.
დაწვრილებით
იმუნიტეტი
თქვენ გაქვთ სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები. სისხლის წითელ უჯრედებს გადააქვთ ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები; თეთრი უჯრედები დანაგვიანების წინააღმდეგ მებრძოლი არმიაა, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარით მოქმედებს. მაგალითად, როდესაც ორგანიზმში ინფექცია წარმოიშვება, ძვლის ტვინი ქმნის ანტიმიკრობული ნეიტროფილური გრანულოციტების (ნეიტროფილური გრანულოციტები ლეიკოციტების (თეთრი უჯრედების) ერთ-ერთი სახეობა) ერთ პატარა ბატალიონს წარმოუდგენელი სიჩქარით დაახლოებით 694 000 უჯრედი წამში. იმუნური სისტემის კომპონენტები განუწყვეტლივ ცვლიან ერთმანეთს. ეს მილიარდობით უჯრედი მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს და სულ ახალგაზრდა რამდენიმე დღის ასაკში იღუპება. ამის შემდეგ ორგანიზმმა ისინი ახლით უნდა შეცვალოს, რომლებიც ისევე აქტიურნი და ძლიერნი იქნებიან, როგორც მათი წინამორბედები. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმუნიტეტის შენარჩუნებასა და გაზრდაში. ამ რჩევების შესასრულებლად სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ: _ ერთ წუთში, აცრის დახმარებით, გამოიმუშავებთ ავადმყოფობისადმი იმუნიტეტს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ; _ უმოკლეს დროში შეძლებთ ,,შეიარაღდეთ~ ავადმყოფობის წინააღმდეგ; _ ყოველდღიური მედიტაციის დახმარებით რამდენიმე წუთში შეძლებთ დამცავი ფსიქიკური ეკრანის შექმნას; _ კვირაში 5-ჯერ 45-წუთიანი გასეირნების წყალობით შეძლებთ გააძლიეროთ ორგანიზმის დამცავი რეაქცია.
დაწვრილებით
ასთმის კლინიკური მახასიათებლები
ასთმის მსუბუქი ფორმით დაავადებულ მოზარდებს სიმპტომები შეიძლება საერთოდ არც ჰქონდეთ და მათი პულმონარული ფუნქცია სრულიად ნორმალური იყოს. თუნდაც მეტაქოლინით ან ჰისტამინით, ან ვარჯიშით გამოწვევის შემდეგაც სასუნთქი გზების მაღალი რეაქცია ჰყპერრესპონსივენესს არ აღინიშნება. თუმცა, ასთმის სიმძიმის ზრდასთან ერთად სასუნთქი გზების ობსტრუქცია უფრო მეტად ვლინდება, ხოლო ტესტებზე რეაქცია კი იზრდება ჩვეულებრივ მოზარდობის პერიოდში ბრონქული ასთმის ნიშნები და სიმპტომები უკვე ჩამოყალიბებულია. ვარჯიშს მოყვება ხველა, მსტვენავი სუნთქვა, ქოშინი, რაც მხოლოდ ასთმისთვის არის დამახასიათებელი . თუმცა, გაურკვეველი მიზეზებისდა გამო, ზოგიერთ მოზარდში ვარჯიშის შედეგად მხოლოდ ბრონქოკონსტრიქცია და feeling of tightness დაჭერის შეგრძნება ვლინდება ყოველგვარი ხველისა თუ მსტვენავი სუნთქვის გარეშე; ესეც დაავადების ერთადერთი ნიშანი შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ არსებობს კავშირი ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციასა და დაავადების სიმძიმეს შორის. მოზარდობის პერიოდში ასთმისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი ხველა (არამწეველ მოზარდებში), რომელიც ძირითადად გამოწვეულია ვარჯიშით და ჩნდება ღამე ან დილის საათებში. ხშირად სიგარეტის ბოლი აგრეთვე იწვევს ხველის შეტევას.
დაწვრილებით
ათი ფაქტი ასთმასთან დაკავშირებით
მეცნიერთა აზრით, ასთმა მძიმე ქრონიკული, მაგრამ ამავე დროს კონტროლირებადი დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია ათი ფაქტი ასთმასთან დაკავშირებით: 1. ჯანმოს მონაცემებით, ამჟამად ასთმით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 300 მილიონს შეადგენს. 2005 წელს ამ დაავადებით დაიღუპა 255 000 ადამიანი. 2. გადაუდებელი ზომების მიღების გარეშე ასთმით დაღუპულთა რიცხვი მომდევნო 10 წლის მანძილზე გაიზრდება სავარაუდოდ 10%-ით. ასთმის განკურნება არ ხდება, მაგრამ სწორი დიაგნოზი და მკურნალობა, პაციენტის შესაბამისი ცოდნის ამაღლება უზრუნველყოფს ამ დაავადების წარმატებულ კონტროლსა და მენეჯმენტს. 3. ასთმა გვხვდება ყველგან ქვეყნის განვითარების დონის მიუხედავად. ამ დაავადებით სიკვდილიანობის 80%-ზე მეტი აღინიშნება დაბალ და საშუალოზე დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში. ეფექტური კონტროლისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრულველყოფა, განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის.
დაწვრილებით
გაცივდით?
გაცივდით? გამოჯანმრთელდით ანტიბიოტიკების გარეშე  დადგა ნანატრი გაზაფხული. არადა, არაფერია იმაზე ადვილი და იმაზე უარესი, ვიდრე გაზაფხულზე გაცივება. იქნებ ვცადოთ და აბების გარეშეც გადავრჩეთ? ჩვენი წინაპრები გამოჯანმრთელებას ხომ ანტიბიოტიკების გარეშეც ახერხებდნენ. • პირველ რიგში მოამზადეთ ჩაი თანაბარი რაოდენობით (1:1) აღებული ცაცხვის ყვავილებისა და ჟოლოს გამშრალი ნაყოფისაგან, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, დალევის წინ შეგიძლიათ დაამატოთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, დალიეთ და სასწრაფოდ ჩაწექით საწოლში. კარგი იქნება, თუკი ოფლს მოიდენთ და გამოიძინებთ. • თუკი ფეხი დაგისველდათ წვიმაში, გაიკეთეთ ცხელი წყლის აბაზანა მდოგვით. გახსოვდეთ, ეს არ შეიძლება, თუკი მაღალი სიცხე გაქვთ ან ვენები გაწუხებთ. • მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში დაგეხმარებათ მცენარეული ჩაი: საშუალო ზომის ემალირებულ ქვაბში მოათავსეთ პიტნის ფოთლები, კრაზანას, გვირილის ყვავილები, დაფნის ფოთოლი, ცოტაოდენი მიხაკი, ილი (იმბირი), ქინძი, შავი და სურნელოვანი წიწაკის ერთი-ორი მარცვალი. დაასხით მდუღარე და შეფუთეთ ერთი საათით (შეგიძლიათ ბალიშიც კი დააფაროთ). ამის შემდეგ გაფილტრეთ და დაამატეთ თაფლი. სვით მთელი დღის განმავლობაში. • ყელის ტკივილის შემცირება შეუძლია რძეს, თუკი მას იტანთ. კარგი იქნება, თუ ცხელ რძეს დაუმატებთ ნებისმიერ მინერალურ წყალს ან ნახევარ ჩაის კოვზ სოდას ერთ ჭიქა რძეზე. • გახსოვდეთ, ოტოლარინგოლოგების რჩევით, ანგინის დროს არ არის სასურველი არც ძალიან ცხელი და არც ცივი სითხეების, ასევე ცხარე საკვების მიღება.
დაწვრილებით
რატომ აქვს ადგილი გრიპის ეპიდემიას ზამთარში
 აშშ ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, თუ რატომ აღინიშნება გრიპის ეპიდემია ძირითადად წელიწადის ყველაზე ცივ დროს. მათი მონაცემებით, დაბალი ტემპერატურის დროს, ვირუსის ლიპიდური გარსი გარდაიქმნება მკვრივ წებოვან გელად, რაც საკმაოდ კარგად იცავს ვირუსს არაკეთილსასურველი ზემოქმედებისაგან. ხოლო მაღალი ტემპერატურის დროს, ეს გარსი გარდაიქმნება თხევად ფაზად, რაც ზრდის ვირუსის დაზიანების საფრთხეს. გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. 2007 წელს ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრიპის ვირუსი გაცილებით უკეთ ვრცელდება დაბალი ტემპერატურის დროს. ამ კანონზომიერების ასახსნელად, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა ვირუსის გარსის სტრუქტურის ცვლილების შესასწავლად. როგორც აღმოჩნდა, 0-დან 15,6 გრადუს ტემპერატურაზე ვირუსის ლიპიდური გარსი გარდაიქმნება წებოვან, გელისმაგვარ მასად, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე ის თხევად მდგომარეობაში გადადის. გრიპის ვირუსი აინფიცირებს უჯრედებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ლიპიდური გარსი გაიხსნება – სწორედ ამას აქვს ადგილი მაშინ, როცა ვირუსული ნაწილაკი ხვდება ადამიანისა და ცხოველის სასუნთქ გზებში, სადაც მუდმივადაა შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა. ამავე დროს, ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსზე ქვემოთ ასევე ოპტიმალურია ვირუსისთვის, ვინაიდან წებოვანი ლიპიდური გარსი უკეთ იცავს ვირუსს მექანიკური ზემოქმედებისა და ანტიმიკრობული საშუალებებისგან.
დაწვრილებით
|