ალკოჰოლი და საზოგადოება
ალოკოჰოლი ანუ ეთილის სპირტი რომელიც არის უფერო სითხე, აქვს სპეციფიური გემო და სუნი. ალკოჰოლი წყალში ზავდება ნებისმიერი თანაფარდობით. ეთილის სპირტი სხვადასხვა სასმელში სხვადასხვა რაოდენობითაა. მაგალითად: ლუდში 2-6%; ღვინოში9-20%; ლიქიორში 20-40%;ა რაყში 40-56%; ვისკში და ჯინში 40-55%; რომში 70-77%.
ალკოჰოლი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს, ამიტომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანესთეზია, კომა, სუნთქვის დათრგუნვა და სიკვდილიც კი. ორგანიზმში მოხვედრილი ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება კუჭიდან და წვრილი ნაწლავებიდან
და გადადის სისხლში.
დაწვრილებით
ალკოჰოლიზმი

,,ამერიკელების მესამედი ამბობს, რომ ალკოჰოლი მათი ოჯახის მთავარი პრობლემაა", ამბობს ფსიქოლოგი, დოქტორი ლორენს მეთზგერი. მინიმუმ ათი მილიონი ამერიკელი, ანუ ალკოჰოლის ყოველი მეათე მომხმარებელი, ქრონიკული ალკოჰოლიკია.
ალკოჰოლიკების უმეტესობას აქვს თანდაყოლილი გენეტიკური მიდრეკილება სპირტიანი სასმელების მიმართ. ამერიკელი ალკოჰოლიკების ნახევარი გაიზარდა ოჯახებში, სადაც ალკოჰოლს მოიხმარდნენ.
თუ თქვენი მშობლებიდან ერთ-ერთს აქვს ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, ალკოჰოლიკად ჩამოყალიბების თქვენი შანსები 30%-ით იზრდება. ხოლო თუ ორივე მშობელი სვამს ალკოჰოლიკად ჩამოყალიბების შანსი 5-ჯერ იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამ პრობლემას განიხილავენ სუსტი ნებისყოფის, ან არამყარი მორალის თვალსაზრისით, სინამდვილეში ალკოჰოლიზმი დაავადებაა, რომელიც ძალიან გავს დიაბეტს.
დაწვრილებით
სასმელს არა!

ერთი ორი კათხა კუდი ან ჭიქა ღვინო ბევრ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს. მაგრამ დაფიქრდით რამდენი უსიამოვნება შეიძლება მოჰყვეს ამას. დავიწყოთ იმით, რომ ამაში ხარჯავთ ფულს და დროს, რომელიც შეგიძლიათ უფრო სასიამოვნოდ დახარჯოთ. თუ სახლისგან მოშორებით დალიეთ, გზად შეიძლება რაიმე ხიფათი შეგემთხვეთ. ხოლო თუ სახლამდე მიაღწიეთ, დილით საშინელი თავის ტკივილი გაგაღვიძებთ და აზრების მოკრებასაც ვერ მოახერხებთ. ამას გარდა ზიანს მიაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას და ადამაინებთან ურთიერთობას.
ზოგიერთ ადამაინს აქვს სერიოზული პრობლემები ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თუმცა სხვაგვარადაც ხდება. ,,ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც ალკოჰოლს სტრესულ სიტუაციაში მიმართავს. არიან ისეთებიც, რომლებიც ბლომად სვამენ, მაგრამ ერთი-ორი ჭიქის შემდეგ თავის შეკავება შეუძლიათ", ამბობს ფოლოსოფიის დოქტორი ლორენს მეთზგერი.
დაწვრილებით
ქალებში ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება

ქალებში ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის 50%-ით მატებას იწვევს
საშუალო ასაკის ქალებზე ბრიტანეთის ჯანდაცვის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც სვამენ ნორმაზე მეტს, კვირაში 14 პორცია სპირტიან სასმელს და მეტს, აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების 50%-ით მეტი შანსი იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამებ ან სვამენ ზომიერად.
როგორც ირკვევა, ალკოჰოლი ყოველწლიურად მხოლოდ დიდ ბრიტანეთში სარძევე ჯირკვლის კიბოს 2000-ზე მეტი შემთხვევის მიზეზია.
როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, ზოგი სვამს ზედმეტს მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოდგენა არა აქვს სინამდვილეში რამდენ ერთეულ ალკოჰოლს ღებულობს.
დაწვრილებით