|
კანი და ფრჩხილები
 მოდით, ცოტა ვიხუმროთ. გამოიცანით: რომელი ორგანოა ტვინზე დიდი, მაგრამ ნაკლებ მახვილგონიერი? ლაბადაზე უკეთესი, გიცავთ წვიმისგან, მაგრამ ბუმბულით არ არის დაფარული? სწორი პასუხია თქვენი კანი. ის თქვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, ელასტიკურია, იწელება, ნაზია, მაგრამ მაგარი, ისეთი დამცავი საფარია, რომელსაც ვერ შეედრება ტექნოლოგიური გზით შექმნილი ვერც ერთი თანამედროვე ქსოვილი. კანი ფარავს თქვენი სხეულის ყველა ნაწილს, გიცავს ზემოქმედებისგან და მიკრობებისგან, მისი შეხება სასიამოვნოა, თავს კარგად გრძნობს ტანსაცმლის ქვეშ და მის გარეშეც, გარუჯული და გარუჯვის გარეშეც. მაგრამ კანი შეიძლება გასივდეს, გაჩნდეს მუწუკები და ჩირქგროვები, დაბერდეს, მასზე გაჩნდეს მეჭეჭები და ახალწარმონაქმნები, ეგზემისგან გაჩნდეს ქავილი. თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ თქვენი კანი. რა უნდა გააკეთოთ? _ ახლადგაჩენილი მუწუკის რამდენიმე წუთიანი გაყინვა არ მისცემს მას განვითარების საშუალებას. _ ხუთ წუთში ელექროდენი მოგიწვავთ მეჭეჭს.
დაწვრილებით
ქერტლი: როგორ ვებრძოლოთ?
 სამწუხაროდ, ყველამ იცის, რა არის ქერტლი. ქერტლი სკალპის კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლის უფრო ინტენსიური ფორმაა. ჩვეულებრივ, სკალპი მკვდარ უჯრედებს იცილებს 28 დღეში ერთხელ. როდესაც კანის აქერცვლა ხდება 4-5 დღეში ერთხელ, ეს უკვე პრობლემაა. თანაც ქერტლის ზომაც დიდია. თუ ბევრი ქერტლი გაქვთ, ეს შეძლება იყოს სებორეის, ან ფსორიაზის, ერთ-ერთი ფორმა. მიმართეთ დერმატოლოგს ის განსაზღვრავს, რა არის ქერტლის მიზეზი. თუ ჩვეულებრივი ქერტლის გაქვთ, მის შესამცირებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები. გაიმშრალეთ თმა. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ქერტლი ცხიმიან სკალპზე ჩნდება. ქერტლის თეთრი ნაწილაკები ამშვენებს თქვენს შავ სპიტერს ეს სკალპის კანის მშრალი კი არა, ცხიმიანი ნაწილაკებია. ,,ძალიან ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ქერტლი კანის სიმშრალეზე მიუთითებს, ამბობს ნიუ ორლეანელი დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი პატრიცია ფერისი. ამიტომ მაშინვე იწყებენ სხვადასხვა კრემების და ნამნამავი საშუალებების შეზელვას~. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, გადადეთ ეს ზეთოვანი საშუალებები.
დაწვრილებით
ცხიმიანი თმები: როგორ მოვიქცეთ?
 თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ეს ალბათ უკვე შეამჩნიეთ. ამის მიზეზი თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ აქტივობაშია. არ ინერვიულოთ. არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის ბევრი საშუალება, რომელთა გამოყენება თქვენს ცხიმიან თმას ბზინვარებას დაუბრუნებს. გახსენით წყლის ონკანი. ეს მარტივი და ძალიან ეფექტური მეთოდია. თმა საჭიროებისამებრ დაიბანეთ ორჯერ დღეშიც კი. თქვენი მიზანია, რომ თმა და სკალპი სუფთა და უცხიმო გახდეს. თუ ათწუთიანი თავის დაბანის შემდეგ ამ მიზანს მიაღწიეთ, დრო ტყუილად არ დაგიკარგავთ. შეარჩიეთ შესაფერისი შამპუნი. გამოიყენეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. შამპუნის მოქმედების ეფექტურობა გაიზრდება, თუ შამპუნს შეიზელთ თავში და 5 წუთით გაიჩერებთ. ეს საკმარისია ცხიმის გასაზავებლად. თუ თმასთან დაკავშირებით საქმე მართლა ცუდად გაქვთ, ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. არ გამოიყენოთ კონდიციონერები, რომელიც ზეთს შეიცავს. თმაზე ლიმონის წვენი გადაივლეთ. თმა ფაფუკი გახდება და ცხიმიც მოსცილდება, თუ წყალში გაზავებულ ლიმონის წვენს დადაივლებთ. ორ ლიტრ წყალზე ორი ლიმონის წვენი დაგჭირდებათ. თუ ლიმონი არ გაქვთ, შეგიძლიათ ერთი გრეიფრუტის წვენი გამოიყენოთ. თმა კარგად დაიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ ლიმონიანი წყალი.
დაწვრილებით
თმები
 ადამიანის თავზე საშუალოდ 100 000 თმის ღერია, რომელიც თვეში 12 მმ-ით იზრდება. ზრდის პროცესში თმა სამ სტადიას გადის. პირველი სტადია ოთხიდან ხუთ წლამდე გრძელდება ეს ზრდის სტადიაა. ნებისმიერ დროს თმების 85-90% სწორედ ამ სტადიაში იმყოფება. ამას მოყვება მოკლე გარდამავალი პერიოდი (მეორე სტადია). თმის ღერების 10-15% ისვენებს (მესამე სტადია) ორი-სამი თვე, ამის შემდეგ ეს თმა ცვივა. თმის ცვენამ არ უნდა შეგაშფოთოთ. ადამიანი ყოველდღე კარგავს თმას. დერმატოლოგიის პროფესორი, მედიცინის დოქტორი დუგლას ალგეკი ამბობს, რომ დღეში ასი ღერი თმის ცვენა ნორმალურია. თუ საშინელებათა ფილმების ყურება გიყვართ, შეიძლება როდესმე იგრძნოთ, როგორ მოძრაობენ თმები. ერთადერთი ადგილი, სადაც ამის შეგრძნება შეგიძლიათ, მათი ზრდის ადგილი სკალპია. დანარჩენი თმა, მისი სილამაზის მიუხედავად, უბრალოდ მკვდარია. ,,ამიტომ რა შამპუნი და კონდიციონერი არ უნდა გამოიყენოთ, ეს თმის მხოლოდ გარეგნულ სახეზე მოქმედებს, თმისთვის კი მთავარია რა ხდება სკალპში", ამბობს რიჩარდ სტეინი, მანჰეტენის კოსმეტიკური კლინიკის სპეციალისტი. სტეინი თმას მცენარეს ადარებს. თუ მიწას (სკალპს) უვლით, თქვენი მცენარეც (თმა) კარგად გაიზრდება. დამაჯერებლად ჟღერს, ხომ ასეა? ამიტომ კითხვა შემდეგნაირად უნდა დასვათ: რა უნდა მოვიმოქმედო, რომ მოკლე დროში თმა უკეთესი გახდეს?
დაწვრილებით
|