| |
სასქესო ორგანოების ჰერპესი
არსებობს ჰერპესის მკურნალობის ეფექტური საშუალებები. აციკლოვირი (Aცყცლოვირ). ,,აციკლოვირი დღემდე რჩება ჰერპესის საწინააღმდეგო საუკეთერსო საშუალებად~, ამბობს ქეროლინ მებრი, რომელიც მუშაობს ჰერპესის მკურნალობის ცენტრში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს წამალი, რომელიც ეფექტურობით აციკლოვირს შეედრება. ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი სამი სახით გამოდის: ჩვეულებრივი კრემი, აბები და ინექციის სახით, რომელიც კეთდება დაავადების სერიოზულ შემთხვევებში.
სქესობრივი მოშლილობა ქალებში
საშოს სიმშრალის დროს გამოიყენეთ გასაპოხი საშუალებები. ,,დაბერების ბუნებრივ პროცესში საშოს ლორწოვანი გარსი მშრალი ხდება~, _ ამბობს ექიმი შირინ ზუსმანი. ამის გამო სქესობრივი აქტი ძნელდება და მტკივნეულია. ექიმი ზუსმანი აცხადებს, რომ საშოს სიმშრალე სწრაფად იკურნება. ლუბრიკანტებს (გასაპოხი საშუალებები) შეუძლიათ სწრაფად აღმოფხვრან სიმშრალე. თქვენ შეგიძლიათ ასევე მიმართოთ ექიმს, რომელიც გამოგიწერთ სპეციალურ, ესტროგენის შემცველ კრემს საშოსთვის. ,,კრემი არა მარტო შველის სიმშრალეს, არამედ ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას~, _ ამბობს ექიმი ზუსმანი.
ესაუბრეთ ამ საკითხზე თქვენს პარტნიორს
ბერგერები გთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ურთიერთობის აწყობაში იმპოტენციის პრობლემის გადაწყვეტისას. ისინი გირჩევენ იპოვოთ დრო, როდესაც ყველაზე მეტად ხართ მოდუნებული და ადგილი, სადაც შეგიძლიათ მარტონი დარჩეთ. ,,ყველაფერი თავიდან დაიწყეთ, _ ფიქრობენ ბერგერები, _ უთხარით პარტნიორს, რომ ძალიან აფასებთ მასთან ურთიერთობას~. ამის შემდეგ დასვით კითხვები და ყურადღებით მოისმინეთ პასუხები. დაინტერესდით იმპოტენცია თქვენდამი გრძნობების შეცვლით ხომ არ არის გამოწვეული. დაინტერესდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ. და ბოლოს, დასახეთ ერთად მოქმედების გეგმა. თუ ერთად იმოქმედებთ, დაგეზოგებათ დრო, ენერგია და ფული. ბერგერები ამტკიცებენ, რომ კარგი მოსაუბრეები შესანიშნავი საყვარლები ხდებიან.
კბილების ჰიპერმგრძნობელობა
კბილების ჰიპერმგრძნობელობა ხასიათდება ხანმოკლე ტკივილით, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ქიმიური, თერმული, ტაქტილური ან ოსმოსური გაღიზიანების შედეგად.პაროდონტალური მკურნალობის დაწყებიდან პირველ კვირებში კბილების სენსიბილიზაციის ნიშნები აღწევს მაქსიმუმს და შემდეგ ნელნელა კლებუ-
-ლობს.
კბილის ტკივილი, რასაც პაციენტი აღიქვამს გადაეცემა დენტინის ღია მილაკების საშუალებით და იზრდება კბილთა შორისი ნერვების აღზნე-
-ბადობა.
კბილების აწეიული მგრძნობელობის სამკურნალოდ 2 ძალიან კონკრეტული მოქმედებაა მოწოდებული:
დენტინის მილაკები დახურვა და მილაკებში სითხის მოძრაობის ბლოკირება – რაც შემდეგნაირად შეიძლება განხორციელდეს:
მილაკთაშორისი უხსნადი მარილების დალექვით
ცილების კოაგულაციით მომწამლავი ნივთიერებებით ან სითბოთი
მექანიკური ობსტრუქციით, ადჰეზივის ან სხვა საშუალებების გაოყენებით.
მესამეული დენტინის წარმოქმნით
იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი
ზოგიერთი მამაკაცისთვის გამოსავალი შეიძლება გახდეს პროთეზის იმპლანტაცია ქირურგიული გზით. მკურნალობის ახალი და სწრაფი მეთოდების წყალობით მექანიკურ ერექციას იშვიათად მიმართავენ, ეს ხდება მხოლოდ ფიზიოლოგიური იმპოტენციის ძალიან სერიოზულ შემთხვევებში.
,,იმპოტენციის მკურნალობის მედიკამენტური მეთოდების არსებობისას, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ძალიან იშვიათად ინიშნება პროთეზის იმპლანტაცია, ამბობს ბრაუნის უნივერსიტეტის უროლოგიის პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჯექიუს სასეტი. არსებობს რამდენიმე სხვა ეფექტური მკურნალობის ხერხი, რომელიც არა მარტო ნაკლებ ინვაზიურია, არამედ გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება.
სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესება
ეს ასე არ არის. არის რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესებაში.
ჩვეულებრივ, თქვენ და თქვენი პარტნიორი მიდიხართ რესტორანში სავახშმოდ, შემდეგ მთელი ღამე ცეკვავთ და ამის შემდეგ, მცდელობის მიუხედავად, საწოლში მხოლოდ დაძინების თავი გაქვთ. თქვენ გინდოდათ მთელი ღამე ალერსში გაგეტარებინათ, მაგრამ როდესაც საქმე საწოლამდე მიდის, ორივე დაღლილობას გრძნობთ და გახდის თავიც აღარ გაქვთ.
სექსი პირველ ადგილზე დააყენეთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი სექსი, ის პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ და არა სიის ბოლოში. ძილის წინ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას ხომ არ იწყებთ? რა თქმა უნდა, არა. ,,სქესობრივი აქტი იმ დროისთვის უნდა დაგეგმოთ, როდესაც ენერგიული ხართ. უქმეების დილა საუკეთესო დროა, ან სადილის შემდეგ, ან საღამოს~, გირჩევთ ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაქულტეტის ფსიქიატრიის ადიუტანტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი საულ როზენტალი.
დანიშნეთ დღე. რადგან ინტიმური ურთიერთობა სიის თავში გადაიტანეთ, დანიშნეთ შესაბამისი დღეც. ლოდინი გაგიძლიერებთ სურვილს.
უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
საავადმყოფოში, სადაც უაისოტი მუშაობს, წინასწარი გამოკვლევა სამი-ოთხი თვის მანძილზე გრძელდება და იწყება მარტივი, არაინვაზიური პროცედურებით ქალის რექტალური ტემპერატურის გრაფიკის შედგენა და მამაკაცის თესლის ანალიზი.
არსებობს უფრო მარტივი და სხწრაფი ხერხები?
რა თქმა უნდა, არსებობს და ექიმი უაისოტი, მედიცინის დოქტორ დეივიდ მელდრუმთან ერთად, რამდენიმე ტესტს გთავაზობთ.
სექსუალური მოშლილობები
,,თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, მაგალითად, ნაადრევი ეაკულაცია (თესლის გადმონთხევა), ან სქესობრივად ვერ იღგზნებით, შეეცადეთ დროულად გადაჭრათ იგი~, _ გირჩევთ ექიმი შირლი ზუსმანი, თერაპევტი, რომელიც დაკავებულია სქესის პრობლემებით ნიუ-იორკ სითიში. _ დღესდღეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მრავალმხრივი დახმარება და გადაჭრათ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემა~.
_ ხუთწამიანი ვარჯიში მისცემს საშუალებას ქალებს განიცადონ უფრო ძლიერი ორგაზმი, ხოლო მამაკაცებს ჰქონდეთ უფრო ძლიერი ერექცია.
როგრ ავიცილოთ სხეულის ზედმეტად გაცივება
სხეულის ზედმეტად გაცივება ისე შესამჩნევი არ არის, როგორც მოყინვა, მაგრამ შეიძლება უფრო სახიფათო იყოს და სიკვდილი გამოიწვიოს. როგორც კი თქვენი სხეული იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს, თქვენი სასიცოცხლო ორგანოები, მათ შორის ტვინი და ნერვული სისტემა, შენელებულად იწყებს მუშაობას. სუსტი გადაცივების დროს ადამიანი სიცივისგან კანკალს იწყებს, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, საუბარი გაურკვეველი ხდება, ადამიანი ფეხზე არამყარად დგას. საშუალო გადაცივების დროს კანკალი ჩერდება, სისხლის წნევა და პულსი ეცემა, სუნთქვა შენელებულია. სხეულის ზედმეტად გაცივებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი. ძლიერი გადაცივების დროს ადამიანის სხეული გვამს გავს _ უძრავია, ცივი, გაქვავებული, კანი მოცისფრო-მონაცრისფროა.ბავშვის სხეული ადვილად შეიძლება გადაცივდეს ისინი ისეთი პატარები არიან, რომ სითბოს ნებისმიერი დანაკარგი მათთვის მნიშვნელოვანია. იგივე შეიძლება ითქვას ხანდაზმულ ადამიანებზე, რადგან მათი სისხლის მიმოქცევა შენელებულია. დასუსტებული მოხუცები ძალიან მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ, რადგან თითქმის არ აქვთ ცხიმის საფარი, რომელიც სიცივისგან დაიცავდათ.
თუ ზამთარში გარეთ დიდი დროის გატარებას გეგმავთ, უნდა იცოდეთ, როგორ ებრძოლოთ სიცივეს, მაშინაც კი, თუ სიცივეს შეჩვეული ხართ და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებით. აშშ არმიის გამოყენებითი მედიცინის სამეცნიერი-კვლევითი ინსტიტუტის ადამიანის ორგანიზმზე სიცივის გავლენის შესწავლის განყოფილების დირექტორი, ვეტერინარიის დოქტორი მურეი ჰამლეტი, შემდეგ რჩევებს გთავაზობთ.
მკურნალობა მოყინვის დროს
ღრმა მოყინვა უფრო სერიოზული შემთხვევაა. ყველაზე სერიოზული საფრთხე ჩვეულებრივ ემუქრება კიდურებს, ხელების და ფეხების თითებს, ცხვირს და ყურებს.
როდესაც თქვენი კანი ცივდება, ჯერ ტკივილს გრძობთ, შემდეგ სითბოს, ხოლო როდესაც მოიყინება, კანი თეთრი და მაგარი ხდება. ძლიერი მოყინვა სახიფათოა. თუ სათანოდო ზომებს არ მიიღებთ, შეიძლება საჭირო გახდეს მოყინული ნაწილის ამპუტაცია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცივ დღეს გარეთ არის, მოყინვის საშიშროების წინაშე დგას.
რამდენიმე მარტივი, მაგრამ ძალიან სასარგელო რჩევა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მოყინვა. ხოლო თუ, მიღებული ზომების მიუხედავად, სხეულის რომელიმე ნაწილი მაინც მოგეყინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, სამი-რვა კვირის განმავლობაში ექიმები ვერ შეძლებენ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სერიოზულობის დადგენას. ოდნავ მოყინული სხეულის ადგილები სიცივის მიმართ მგრძნობიარე დარჩება ერთი-ორი სეზონის განმავლობაში, ხოლო ძლიერი მოყინვის შედეგები მთელი ცხოვრება დაგრჩებათ.
ქარისაგან დამსკდარი ტუჩები და კანი
დაიზილეთ სველი ღრუბლით. აბაზანა მიიღეთ დღეგამოშვებით, უფრო ხშირად არ შეიძლება, განსაკუთრებით, თუ არ ასრულებთ მძიმე სამუშაოს, ან ისეთ სამუშაოს, რომლის დროს ადვილად ისვრებით. ნაკლებად გამოიყენეთ საპონი, რომელიც აცილებს კანის ბუნებრივ დამცავ გამონაყოფს. ქარისაგან აქერცლილი კანის სწრაფად შესახორცებლად შემოიფარგლეთ ხელების დაბანით ჭამის წინ და ტუალეტის შემდეგ.
გამოიყენეთ სუპერცხიმიანი საპონი, მაგალითად ,,Dოვე~. ის შეიცავს ექსტრალიპიდებს, რომლებიც დამატებით ნამავენ კანს.
გამოიყენეთ ბამბის ხელთათმანები. ჭურჭლის რეცხვის და სხვა საშინაო საქმეების კეთებისას არ გაიკეთოთ რეზინის ხელთათმანები, რომლებიც კანთან უშუალო შეხებისას იწვევს გაღიზიანებას. რეზინის ხელთათმანების ქვეშ ბამბის ხელთათმანები გაიკეთეთ.











